თავში

Ryanair-ი იტალიიდან ქუთაისში ფერენებს აჩერებს

Ryanair-ი იტალიიდან ქუთაისში ფერენებს აჩერებს
Ryanair-ი იტალიიდან ქუთაისში ფერენებს აჩერებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიიდან თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს.

COVID-19-ის გავლენის გამო და სამთავრობო საკუთრებაში არსებული ქართული აეროპორტების მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ არაერთი ფრენა იტალიიდან საქართველოში. კერძოდ მილანი-თბილისის მიმართულებით რეისები შესრულდება 7 მარტამდე, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი კვირაში 2 რეისამდე შემცირდება. ბოლონიიდან ქუთაისის მიმართულებით რეისები 7 მარტამდე შესულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი სრულად შეჩერდება. ამ ცვლილებებით დაზარალებულ ყველა მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდათ და სრულად აუნაზღაურდებათ გადახდილი საფასური. აგრეთვე ჩვენი გვერდიდან შეეძლებათ ფრენის შეცვლა სხვა მიმართულებით და თარიღების მიხედვით, სრულიად უფასოდ“- აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.

ავიაკომპანია ფრენები დროებით შეაჩერა ასევე იორდანიის, ისრაელის, მონტენეგროსა და ჩეხეთის მიმართულებით.

შეგახსენებთ,გუშინ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

ჩინეთში  ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში 30 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 043 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 60 500-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 53 700-ზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსის შემთხვევები დღეისათვის მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსმა მსოფლიოში 3385 ადამიანი იმსხვერპლა. აღრიცხულია ინფიცირების 98 400-ზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 55 600-ს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system