თავში

Ryanair წელს 100 მლნ მგზავრის გადაყვანას გეგმავს

Ryanair წელს 100 მლნ მგზავრის გადაყვანას გეგმავს
Ryanair წელს 100 მლნ მგზავრის გადაყვანას გეგმავს

ავიაკომპანია Ryanair- გეგმავს, მიმდინარე ფინანსურ წელს 90-და 100 მილიონამდე მგზავრი გადაიყვანოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ავიაკომპანიის ტარიფები პანდემიამდელ დონეზე კვლავ გაცილებით დაბალია. დაბალი ტარიფების მიზეზად Ryanair-ში 273 მლნ ევროს სუფთა ზარალს უკავშირებენ, რომელიც ავიაკომპანიამ პირველ კვარტალში მიიღო.

ავიაკომპანიის ფინანსური დირექტორი, ნილ სორაჰანი აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბერში 10 მლნ-ზე ნაკლებ მგზავრს არ ელოდებიან, რაც პანდემიამდელი დონის 70%-ია.

Ryanair-მა მარტში დასრულებულ ფინანსურ წელს 27,5 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც პანდემიამდელ პიკურ მაჩვენებელზე, 149 მილიონზე გაცილებით ნაკლებია. ავიაკომპანიის  ფულადი რეზერვი 4,06 მლრდ ევროს შეადგენს, რაც მარტის ბოლოსთვის 3,15 მლრდ ევრო იყო. 

გარდა ამისა, ევროპული ავიაკომპანია Ryanair Holdings ადამიანური რესურსების მოზიდვის უმსხვილეს კამპანიას იწყებს, ვინაიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში კომპანია 2 000 თვითმფრინავის დამატებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system