თავში

სააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით ბიზნესი ახალ შეზღუდვებს ელის

სააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით ბიზნესი ახალ შეზღუდვებს ელის
სააღდგომო პერიოდთან დაკავშირებით ბიზნესი ახალ შეზღუდვებს ელის

ბიზნესში ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ. ისინი ამბობენ, რომ სამზადისი ამისთვის დაწყებულია კიდეც, მაგრამ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება. მესამე შესაძლო ლოქდაუნს ბიზნესმენები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ,,ალბატროსის" დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი report.ge-თან აღნიშნავს, რომ შეზღუდვების ახალი ტალღა მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს ბიზნესზე, შეიძლება, უამრავმა ადამიანმა სამსახური ისევ დაკარგოს, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზეც ცუდად იმოქმედებს. 

,,მკაცრი შეზღუდვები გამოვიარეთ, რაც ჩვენისთანა მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას გამოიწვევს. ლარის კურსი კატასტროფულად არის გაუფასურებული, რის გამოც ისედაც პანიკური სიტუაციაა, ნეგატიური მოლოდინები, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. რაც ხდება, არაპროფესიონალიზმის ბრალია. საბოლოო ჯამში, ზარალდება მთელი ეკონომიკა და ბიზნესი. შეზღუდვებზე ფიქრიც კი არ შეიძლება, ამით ეკონომიკას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ. მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს ეკონომიკა. აქამდე ,,კომენდანტის საათიც"  უნდა მოეხსნათ, ახალი ტიპის შეზღუდვებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები", - ამბობს ბიზნესმენი report.ge-თან.

ბიზნესმენ ირაკლი იაშვილი ფიქრობს, რომ ლოქდაუნისკენ პირველი ნაბიჯები შესაძლოა, აღდგომის დღესასწაულისთვის გადაიდგას. ასეთ შემთხვევაში კი, როგორც იაშვილი ამბობს, ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრდება.

,,წელს გაცილებით მძიმე სიტუაციაა, ვიდრე შარშან იყო, ამიტომ შეზღუდვების შემოღებას ბევრი შეეწირება. აბსოლუტურად ცხადია, თ რა მდგომარეობაში შიძლ;ება აღმოჩნდეს ბიზნესი. წელს ეკონომიკურად გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე შარშან იყო. მაგალითად, კომპანიებმა, მათ შორის ჩვენს, ეს მდგომარება ახლა უფრო ვიგრძნენით, ვიდრე - გასულ წელს. ყველაფერი თუ ისევ თავიდან დაიწყო, მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდება”, - ამბობს იაშვილი.

შგახსენებთ, რომ უქმე დღეების გამოცხადების გამო ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას ელიან ეკონომისტებიც. მათი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციაშია სწორედ ჩაკეტვების გამო, რაც ეპიდემიურ სიტუაციას უკავშირდება და ასეთ დროს ეკონომიკა, წესით, 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს, რათა ეპიდემიის ნეგატიური გავლენა შემსუბუქდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system