თავში

საახალწლო განათებებისა და ახალი ნაძვის ხის შესაძენად მერია 2.8 მილიონს დახარჯავს

საახალწლო განათებებისა და ახალი ნაძვის ხის შესაძენად მერია 2.8 მილიონს დახარჯავს
საახალწლო განათებებისა და ახალი ნაძვის ხის შესაძენად მერია 2.8 მილიონს დახარჯავს

თბილისის მერიაში ახალი წლისთვის ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მთავრობა საახალწლო აქსესუარების შესაძენად 2.8 მილიონს დახარჯავს. 2020 წელს თბილისი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეში შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიას 304,848 ევროს გადაუხდის, რაც დღევანდელი კურსით 998,072 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, თბილისის მერიამ იტალიური კომპანიისგან უკანასკნელ პერიოდში კიდევ ორ ტენდერზე გააფორმა ხელშეკრულება. მათგან პირველი 387,150 ევროს ღირებულების (1,267,529 ლარის) ხელშეკრულება “საახალწლო განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის” დაიდო. აღნიშნული ხელშეკრულება „თბილსერვის ჯგუფსა“ და IDO SRL-ს შორის 30 სექტემბერს გაფორმდა.

მესამე, 137,512 ევროს ხელშეკრულება (450,214 ლარის) ხელშეკრულებას ხელი 21 ოქტომბერს მოეწერა. ის „საახალწლო განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვას“ ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system