თავში

სააპელაციო სასამართლომ “სავანე ღვინის 1 ქარხნის” სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ “სავანე ღვინის 1 ქარხნის” სარჩელი არ დააკმაყოფილა

“კეთილსინდისიერი მესაკუთრეების ინტერესები საქართველოში დაცულია”-ამის შესახებ, „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა ჟურნალისტებთან, სააპელაციო სასამართლოში, “ღვინის ქარხანა #1-ის” სასამართლოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. არჩილ თაბაგარის თქმით, სასამართლომ “სავანე ღვინის ქარხნის” სარჩელი, რომელიც სიცრუეზე იყო აგებული, არ დააკმაყოფილა. აქვე დასძინა, რომ წარმოდგენილი სარჩელი სრულად ფალსიფიცირებული იყო.

“მინდა დავიწყო იმით რომ დღეს, სასამართლომ ნამდვილად ჩააბარა ღირსეულად და წარმატებულად ის ტესტი, რომელზეც მე ვსაუბრობდი. მან ძალიან ნათელი და ერთმნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა საზოგადოებას, რომ საქართველოში კერძო საკუთრება არის დაცული. კეთილსინდისიერი მესაკუთრეების ინტერესები საქართველოში დაცულია,”-ამბობს თაბაგარი.

მისივე გადაწყვეტილებით, ისინი პროკურატურას აუცილებლად მიმართავენ, რადგან “სავანე ღვინის N1 ქარხანა” საზოგადოებას და სასამართლოს, 5 წელი ატყუებდა! კერძოდ, მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა” მიზნად ისახავდა ქონების თაღლითური გზით მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან.

“ ჩვენ აუცილებლად პროკურატურას მივმართავთ , იმისთვის რომ გავარკვიოთ ეს ჯგუფი, რომელიც გვედავებოდა 5 წლის განმავლობაში. ისინი ცდილობდნენ ტყუილზე აგებული სარჩელით, სასამართლოში დაზარალებულების ილუზია შეექმნათ. ჩვენი აზრით, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს იმის, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ თაღლითური გზით ქონების მითვისებას კეთილსინდისიერი შემძენებისაგან. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ამ საქმეში ჩართული იყო ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორი. ეს პროცესები გაგრძელდება. პროკურატურისგან ფაქტების სამართლებრივ შეფასებას მოვითხოვთ.“,- განმარტავს თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომ “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

დღეს კი, სააპელაციო სასამართლომ “სავანე ღვინის #1 ქარხანის” სარჩელი, რომელიც ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system