თავში

საარბიტრაჟო ცენტრმა სამშენებლო სექტორთან ღია დისკუსია გამართა

საარბიტრაჟო ცენტრმა სამშენებლო სექტორთან ღია დისკუსია გამართა
საარბიტრაჟო ცენტრმა სამშენებლო სექტორთან ღია დისკუსია გამართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, სამშენებლო სექტორში დავების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მის გადაჭრის გზებზე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს. ღონისძიება სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნა. 

"სამშენებლო სფერო ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. გამომდინარე აქედან, ამ სფეროში წარმოშობილ დავებს გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებთ, როგორც შინაარსის, წამოჭრილი პრობლემატიკისა და გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის კუთხით. საკითხთა აქტუალურობაზე მეტყველებს დიდი დაინტერესება სამშენებლო სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან და მათი აქტიურობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რა პრობლემებია დღეს ამ სფეროში. სწორედ ასეთი ფორმატების შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას გამოიკვეთოს აქტუალურის საკითხები და მოიძებნოს ერთობლივი გზები მის გადასაჭრელად. ნაკლები დავები და საკითხის სწრაფი გადაწყვეტა კი  ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას," - განაცხადა გიორგი პერტაიამ. 

შეხვედრისას განიხილეს დავების სპეციფიკა სამშენებლო სფეროში, მისი პრევენცია და მიდგომები. ასევე ყურადღება გამახვილდა დავების გადაწყვეტის მექანიზმებზე. მონაწილეები გაეცნენ საკითხებს როგორც საჯარო, ასევე კექრძო სექტორის პრაქტიკიდან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system