თავში

საარჩევნო პროცესის შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე

საარჩევნო პროცესის შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე
საარჩევნო პროცესის შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ არჩევნების გამო შექმნილი დაძაბულობა ეკონომიკურე პროცესებს მნიშვნელოვნად შეაფერხებს. ფაქტობრივად, პირველი შმთხვევაა, როცა პოლიტიკ ეკონომიკასთან ასე მჭიდროდ გადაიკვეთა. 

როგორც ფინანსისტი დავით წიქარაძე report.ge-თან აღნიშნავს, საპროტესტო აქციების გავლენა ყველაზე მეტად ინვესტიციებს და ლარის კურსს შეუქმნის საფრთხეს. მისი თქმით,  არსებული მდგომარეობა დიდხანს თუ შენარჩუნდება, ეკონომიკაში ნეგატიურ პროცესებს გააღრმავებს. 

,,საქართველოსთვის ახლა ის პერიოდია, როცა არავინ ფიქრობს ინვესტიციებზე, ლარის გამყარებაზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, პოლიტიკურ ჭიდაობაშია ჩართული მთავრობის მთელი შემადგენლობა, მათ შორის, ეკონომიკური სპექტრი. არ მახსოვს, ეკონომიკა ასე მჭიდროდ გადაკვეთილიყო პოლიტიკასთან, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტიების პროტესტი და მეორე მხრივ, ხელისუფლების მცდელობა, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს, ეკონომიკისთვის მძიმე გავლენის მომხდენია. განსაკუთრებით ლარის ბედი მაფიქრებს, რადგან მცირე დრო დარჩა იმისთვის, რომ ქართულმა ვალუტამ კუპონის ბედი გაიზიაროს. ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა ყველაზე მეტად სავალუტო ბაზარს აწვება. 31 ოქტომბრის არჩევნებით დადგა მძიმე შედეგი ეკონომიკისთვის, როცა ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებისკენ არაფერი შეიცვლება. მძიმე პროცესების წინაშე აღმოვჩნდებით, რაც განსაკუთრებით ზამთარში გამოჩნდება, მაშინ უფრო ვიგრძნობთ. 90-იანი წლები მოგვენატრება. დიდი პრობლემაა მოსალოდნელი და ამ მთავრობას ეკონომიკის კოლაფსიდან გამოყვანის არანაირი გეგმა არ გააჩნია“, - აცხადებს დავით წიქარიძე.

ამდენად, როგორც ფინანსისტი აღნიშნავს, ეეჭვება, ახალი ეკონომიკური გუნდი არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს, რადგან ქვეყანა როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურადაც ნეგატიური სცენარით მიდის, რაც განსაკუთრებით ეკონომიკისთვის შეიძლება მძიმე შედეგითაც დასრულდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system