თავში

საარსებო მინიმუმი 201 ლარამდე შემცირდა

საარსებო მინიმუმი 201 ლარამდე შემცირდა
საარსებო მინიმუმი 201 ლარამდე შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა, თუმცა წლიურ ჭრილში შემცირდა.  2021 წლის თებერვალში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 197.2 ლარი იყო, მარტში კი, ეს მაჩვენებელი სამი ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 201.0 ლარი შეადგინა. თებერვალთან შედარებით, მარტში, თებერვალთან შედარებით, 3.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 178.1 ლარს შეადგენს.

წლიურ ჭრილში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარითაა არის შემცირებული. ერთი წლის განმავლობაში 4.5 ლარითაა შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც. ის მიმდინარე წლის მარტში 178.1 ლარს გაუტილდა, 2020 წლის მარტში კი 182.6 ლარი იყო.

შეგახსენებთ, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს. მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.).  სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system