თავში

საარსებო მინიმუმი 205.6 ლარამდე გაიზარდა

საარსებო მინიმუმი 205.6 ლარამდე გაიზარდა
საარსებო მინიმუმი 205.6 ლარამდე გაიზარდა

დოკუმენტის თანახმად, მაისის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 205.6 ლარს შეადგენდა, რაც უკანასკნელი 14 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მაისის მდგომარეობით, "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 182.1 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 2,5 ლარით არის გაზრდილი. წლიურ ჭრილში კი, ის 14.2 ლარით არის გაზრდილი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 167.9 ლარს შეადგენდა.

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც მაისში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი - 7.7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს. მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system