თავში

საარსებო მინიმუმი 206 ლარამდე გაიზარდა

​ საარსებო მინიმუმი 206 ლარამდე გაიზარდა
საარსებო მინიმუმი 206 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს საარსებო მინიმუმის შესახებ განაახლა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2020 წლის მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 206.1 ლარს გაუტოლდა. 

თებერვალთან შედარებით, საარსებო მინიმუმი  7.1 ლარით არის გაზრდილი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით კი, ზრდა 24.9 ლარს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 206.1 ლარი;
ორსულიანი ოჯახისთვის - 292.1 ლარი;
სამსულიანი ოჯახისთვის - 328.6 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახისთვის - 365.1 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახისთვის - 410.7 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი - 485.6 ლარი.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:

პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)
ლობიო - თვეში 600 გრამი;
ბრინჯი - თვეში 300 გრამი;
მაკარონი - თვეში 450 გრამი;
ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;
ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;
ძეხვი - თვეში 300 გრამი;
კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;
კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;
მაწონი - თვეში 750 გრამი 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system