თავში

საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა

საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა
საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. მაჩვენებელი 1 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და 184.0 ლარზე დაფიქსირდა.

აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 1.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.9 ლარს შეადგენს.

2 ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 308.6 ლარზე დაფიქსირდა.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის თანხა 162.9 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი ოჯახისთვის 260.7 ლარით, სამსულიანისთვის – 293.3 ლარით, ოთხსულიანისთვის – 325.9 ლარი, ხუთსულიანისთვის – 366.6 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 433.4 ლარი.

მინიმალური სასურსათო კალათა მოიცავს 40 დასახელების პროდუქტს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70 %-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს და რომლის მიხედვითაც საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system