თავში

საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა 83 ათასით გაიზარდა

საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა 83 ათასით გაიზარდა
საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა 83 ათასით გაიზარდა

საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა და მან 2021 წლის მარტში 541,000 ბენეფიციარს გადააჭარბა. ეს დასტურდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, რომლის მიხედვით, საარსებო შემწეობას სულ 151 ათასი ოჯახი იღებს. საარსებო შემწეობის ბენეფიციარი 151 ატასი ოჯახის წევრთა ჯამური ოდენობა საქართველოს მოსახლეობის 14.5%-ია. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით, მარტის განმავლობაში სოციალური შემწეობის სახით სულ 30.15 მილიონი ლარი დარიგდა, რაც ერთ ბენეფიციარზე თვეში 56 ლარს შეადგენს.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, პანდემიური კრიზისის გავლენით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 5. 4 %-ით გაიზარდა. მათივე პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება. 

მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system