თავში

საავიაციო ნაწილების ქარხანა ზარალზეა

საავიაციო ნაწილების ქარხანა ზარალზეა
საავიაციო ნაწილების ქარხანა ზარალზეა

საპარტნიორო ფონდის 2019 წლის აუდიტორულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის საავიაციო ნაწილების საწარმოს გასული წლის შემოსავალი 12,1764,000 ლარი იყო, ხოლო წმინდა ზარალმა 26,741,000 ლარი შეადგინა. 

საპარტნიორო ფონდი კომპანიაში 33%-იან წილს ფლობს. ფონდის აუდიტორულ ანგარიშში ის ამიტომაც მოხვდა.

2019 წლის მდგომარეობით, საწარმოს გრძელვადიანი აქტივების ღირებულება 128,151,000 ლარს შეადგენდა.

2020 წლის დასაწყისში "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამბობდა, რომ ონდის ვალდებულებს ისრაელის კომპანია Elbit-ი დაგეგმილზე სწრაფად გამოისყიდიდა, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა.

ცნობისთვის, საავიაციო ნაწილების საწარმო თბილისში $93-მილიონიანი ინვესტიციით 2018 წელს გაიხსნა. ის საქართველოს მთავრობის კუთვნილი "საპარტნიორო ფონდის" და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის თანადაფინანსებით ამოქმედდა. კომპანიამ 2019 წლის დასაწყისში Boeing-ის სერტიფიცირება გაიარა და ნაწილების ლიცენზირებული მიმწოდებლის სტატუსი მოიპოვა.

ეტაპობრივად საკუთარი წარმოების ზრდას გეგმავს და წლიურად $60 მილიონის გაყიდვებზე გასვლას აპირებს.

საწარმოს პროდუქცია სამოქალაქო ავიაციისთვის არის განკუთვნილი. საუბარია კომპოზიტურ (ნახშირბადისა და პოლიმერული მასალების) ნაწილებზე, რომლებიც თვითმფრინავის ფიუზელაჟის ელემენტებს წარმოადგენენ. კომპანია Boeing-ის არაერთი მოდელის თვითმფრინავის ძირითადი ელემენტები ალუმინის ნაცვლად სწორედ კომპოზიტური ნაწილებისგან მზადდება. როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე საქართველოში არსებული საწარმო სწორედ ამ Boeing-ის თვითმფრინავების კონსტრუქციისთვის უშვებს ნაწილებს.

საწარმოს იურიდიული სახელწოდება არის სს "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system