თავში

საავიაციო ნავთის იმპორტი 46,6%-ით შემცირდა

საავიაციო ნავთის იმპორტი 46,6%-ით შემცირდა
საავიაციო ნავთის იმპორტი 46,6%-ით შემცირდა

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 43,1 ათასი ტონა, რაც 37,7 ათასი ტონით ანუ 46,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (80,8 ათასი ტონა) შედარებით. 2020 წლის 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,3% (34,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,5% (6,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 5,1% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.

რაც შეეხება საავტომობილო ზეთებს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) იმპორტმა შეადგინა 13,78 ათასი ტონა, რაც 0,88 ათასი ტონით ანუ 6%-ით ნაკლებია  გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,66 ათასი ტონა) შედარებით. 

ნავთობიმპორტიორების განმარტებით, საცხებ-საპოხი მასალებისა (საავტომობილო ზეთი) და საავიაციო ნავთის იმპორტის კლება პირდაპირ კავშირშია პანდემიასთან, თუმცა, მათივე თქმით, საავიაციო ნავთის იმპორტთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპამდე ფაქტიურად სურათი არ შეცვლილა.

"მაისის თვის ბოლოდან საავიაციო ნავთის იმპორტის მაჩვენებელი ფაქტიურად ერთი და იგივე ნიშნულზე დგას. რაც შეეხება საცხებ-საპოხ მასალებს (საავტომობილო ზეთი), სიტუაცია გაცილებით უკეთესადაა. კერძოდ, თუ მაისის თვის ბოლოს საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) იმპორტის კლება წლის გაანგარიშებით 20%-იან ნიშნულზე იდგა, შემდგომ თვეებში შეზღუდვების მოხსნისა და საავტომობილო მოძრაობის აღდგენის შემდეგ მისი იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მატულობს და შედეგიც ციფრების სახით სახეზე გვაქვს (იმპორტის კლება 6%-მდე შემცირდა)",- განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system