
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,6 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ანუ 18,2%-ით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (4,4 ათასი ტონა) და 5,6 ათასი ტონით ანუ 60,9%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 51,2 ათასი ტონა, რაც 41,0 ათასი ტონით ანუ 44,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2 ათასი ტონა) შედარებით.
მ/წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 78,7% (40,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,8% (8,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,3% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან და სხვა
ბელა გელაშვილი
ავტორი