თავში

საავიაციო ნავთის იმპორტი 83,3%-ით შემცირდა

საავიაციო ნავთის იმპორტი 83,3%-ით შემცირდა
საავიაციო ნავთის იმპორტი 83,3%-ით შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 1,0 ათასი ტონა, რაც 5,0 ათასი ტონით ანუ 83,3%-ით ნაკლებია მარტის თვის მაჩვენებელთან (6,0 ათასი ტონა) შედარებით.

იმპორტის ეს მაჩვენებელი 8,2 ათასი ტონით ანუ 89,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% (1,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან. 

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 19,5 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით ანუ 36,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (30,9 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარ-აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 75,4% (14,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,3% (2,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 11,3% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, საავიაციო ნავთის იმპორტის შემცირება პირდაპირ უკავშირდება COVID-19-თან დაკავშირებული ავიარეისების შეჩერებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system