თავში

საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა

საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა
საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა.

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,4 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 6,4%-ით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (4,7 ათასი ტონა) შედარებით და 2,3 ათასი ტონით ანუ 109,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,1 ათასი ტონა) შედარებით.

ბიზნესგაერთინების ცნობით, ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 77,3% (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 22,7% (1,0 ათასი ტონა) - თურქეთიდან. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა, რაც 35,5 ათასი ტონით ანუ 42,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (83,0 ათასი ტონა) შედარებით. 

იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,2% (37,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,2% (7,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,6% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან. 

შემცირებულია სანავთობო ბიტუმის იმპორტიც

"საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე. კერძოდ, საავიაციო ნავთის იმპორტის კლება დაკავშირებულია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. რაც შეეხება სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირებას, გამოწვეულია იმით, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში აღარ ხდება პროდუქტის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა გახლდათ",-განმარტავენ ბიზნესგაერთიანებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system