თავში

საავიაციო ნავთის ოთხთვიან იმპორტში კლება ფიქსირდება

საავიაციო ნავთის ოთხთვიან იმპორტში კლება ფიქსირდება
საავიაციო ნავთის ოთხთვიან იმპორტში კლება ფიქსირდება

2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 16,2 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ანუ 16,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს. ბიზნესგაერთიანების მონაცემებით, 2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 63,6% (10,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,7% (1,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,2% (1,5 ათასი ტონა) - იტალიიდან, 6,2% (1,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 6,2% (1,0 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 3,1% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

წელს მხოლოდ აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. მხოლოდ აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 6,1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (24,9 ათასი ტონა) და 4,2 ათასი ტონით ანუ 420%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,0 ათასი ტონა) შედარებით. 

საავიაციო ნავთობის იმპორტი მზარდი იყო მარტშიც. 2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,9 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 104,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (2,4 ათასი ტონა) შედარებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system