თავში

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 9 თვის გეგმა 108%-ით შეასრულა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 9 თვის გეგმა 108%-ით შეასრულა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 9 თვის გეგმა 108%-ით შეასრულა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში, 2018-2019 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მან დეპუტატებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 9 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.

„2019 წლის 9 თვის მონაცემებით, დამტკიცებული გეგმა განსაზღვრული იყო 783 მლნ ლარით. აქედან, დაზუსტებულმა გეგმამ 833.2 მლნ ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ 843.6 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავდაპირველი დამტკიცებული გეგმა 108%-ით შესრულდა. ასევე, აღსანიშნავია რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 9 თვის განმავლობაში მიმდინარე პროექტების საერთო რაოდენობა260 ობიექტია, რომელთა ჯამური საკონტრაქტო ღირებულება დაახლოებით 4,8 მილიარდი ლარია. მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 44-ია და ჯამური საკონტრაქტო ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდ ლარს შეადგენს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1 302 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 3.5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს, ხოლო 8%-ით მეტია წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებაში“ – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system