თავში

საავტომობილო ტრანსპორტის მძღოლისთვის კოვიდტესტირება ფასიანია

საავტომობილო ტრანსპორტის მძღოლისთვის კოვიდტესტირება ფასიანია
საავტომობილო ტრანსპორტის მძღოლისთვის კოვიდტესტირება ფასიანია

"იმ პირობებში როცა COVID-19 ინფექციის პრეცენცია სახელმწიფოს პრეროგატივაა, რატომ უნდა იხდიდეს საავტომობილო ტრანსპორტის მძღოლი ან სატრანსპორტო კომპანია, ტესტირების ღირებულებას?"ეს კითხვა საქართველოს სატრანსპორტო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს პაატა ცაგარეისვილს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ცენტის მიმართ აქვს.

მისთვის გაუგებარია, იმ პირობებში, როცა ინფექციის პრევენცია, სახელმწიფოს პრეროგატივაა და სახელმწიფო ახორციელებს სასტუმროებში და დაკეტილ არეალებში უფასო ტესტირებას, რით არის განპირობებული, რომ მძღოლმა ან სატრანსპორტო კომპანიამ ვისი კუთვნილებაცაა სატრანსპორტო საშუალება საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს ტესტირების თანხა?

"ბუნებრივია, აქ საქმე გვაქვს, მიდგომასთან, "ბიზნესმა გადაიხადოს", და არავინ არ გამოდის ბიზნესისათვის დამატებითი ფინანსური წნეხის შემცირების მიზანშეწონილობისაგან. საშუალო ზომის სატრანსპორტო კომპანიისათვის მხოლოდ ტესტის ღირებულება, თვიური შემოსავლის 1 -1.5% ს შეადგენს, რაც მთავარია, ამ გადასახადის, პერმანენტულდ დაფარვის დასრულების ვადები არ ჩანს, რაც პროცესის არაპროგნოზირებაზე მიუთითებს. აუცილებელია, ტესტირების დამატებითი გადასახადის სამართლებლივი საფუძვლების დაწესების იურიდიული მექანიზმის დადგენა. მიზანშეწონილია, პრესის დახმარებით აღნიშნული შეკითხვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიმართ იყოს გადამისამართებული," - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ  საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძღოლი, გადაზიდვების დასრულებისას, (საქართველოში დაბრუნებისას), ვიდრე ახალ რეისს არ შეასრულებს ვალდებულია საკუთარი სახსრებით (ტესტის ღირებულება 20 ლარია), გაიაროს ტესტირება, ხშირ შემთხვევაში მას ესაჭიროება დამატებით 80 ლარის გადახდა. ( 12 დღიანი საინკუბაციო პერიოდის ოთჯერ 20 ლარი ყოველ 3 დღეში).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system