თავში

საბანკო ასოციაცია გამონაკლისების დაწესებას ითხოვს

საბანკო ასოციაცია გამონაკლისების დაწესებას ითხოვს
საბანკო ასოციაცია გამონაკლისების დაწესებას ითხოვს

2019 წლიდან საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და იურიდულ პირებს 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხის აღება აეკრძალათ. ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღებული ცვლილება უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობისგან მოსახლეობისა და ბიზნესების დაცვას ისახავს მიზნად. საქართველოს საბანკო ასოციაცია ამ აკრძალვაში გამონაკლისების დაწესებას ემხრობა. ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რომ კომპანიებს, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, სავალუტო სესხების აღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

"ერთგვარად, რომ 200,000-ლარიანი ჭერი შემცირდეს, ამაზე არ მიდის საუბარი და ჩვენ ცალსახად გვესმის, რომ არ უნდა შემობრუნდეს ლარიზაციის პროექტი. თავისუფლადაა შესაძლებელი 200,000 ლარამდე გაიცეს სავალუტო სესხები. მაგალითისთვის, რომ ვთქვათ უცხოურ ვალუტაში ექსპორტიორ კომპანიას ან პირს, რომელსაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი, მათზე რომ იყოს შესაძლებელი სესხის გაცემა ვალუტაში. არის კიდევ სხვა კონკრეტული მაგალითები, რომლებიც არის მიწოდებული, რომელზეც, შემიძლია ვთქვა, რომ მუშაობა დაწყებულია," - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

იმის გამო, რომ ლარის საპროცენტო განაკვეთი არის რამდენიმე პროცენტით უფრო მაღალი, ვიდრე დოლარისა თუ ევროს განაკვეთი, ამ აკრძალვის პირობებში კომპანიებს, რომელთაც სავალუტო რისკის მართვა შეუძლიათ, უფრო ძვირადღირებული - ლარის სესხის აღება უწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system