თავში

საბანკო რეგულაციების 9-თვიანი ეფექტი - რა ხდება ფინანსურ ბაზარზე

საბანკო რეგულაციების 9-თვიანი ეფექტი - რა ხდება ფინანსურ ბაზარზე

„2019 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა იერიში, პირველ რიგში, უპასუხისმგებლო დაკრედიტებაზე მიიტანა, მეორე მხრივ, სამომხმარებლო პორტფელის ჭარბ ზრდაზე სესხის შეფასების და შემოწმების სტანდარტები გაამკაცრა, რაც დასაკრედიტებელ არეალს თავის მხრივ ამცირებს და ასევე გულისხმობს, რომ ორგანიზაციები საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრებით უნდა იყვნენ დაკომპლექტებულები, ხოლო ამ მხრივ ორგანიზაციებს შორის საკმაოდ დიდი კონკურენციაა", - ასე შეაფასა საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ აფინანსო სექტორში 2019 წლიდან ამოქმედებული ე.წ. საბანკო რეგულაციების 9 თვიანი ეფექტი. როგორც შენგელია განმარტავს, პირველ კვარტალთან შედარებით, ამჟამად მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება.

„ბაზარი გაუმჯობესდა, ასევე შეინიშნება ბევრად უფრო საღი და ნაკლებად რისკიანი სესხების წილის ზრდა პორტფელში. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაიხურა. ეს თავიდანვე ცხადი იყო, რადგან რეგულაციებს ბევრი ორგანიზაციის ბიზნეს მოდელი ვერ მოერგებოდა და ბევრ ორგანიზაციას არ შესწევდა უნარი ასე მოკლე ვადებში მოეხდინა ტრანსფორმაცია. დასაკრედიტებელი არეალი შემცირდა და შესაბამისად, კონკურენცია იმ ორგანიზაციებს შორის გაიზრდა, რომლებიც ისედაც ლიდერები იყვნენ და მათი ბიზნეს მოდელები უფრო მდგრადი აღმოჩნდა ახალ რეგულაციებთან შესაგუებლად. აქედან გამომდინარე, კონკურენცია გამწვავდა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციაა. ეს ბაზრისთვის, მოსახლეობისთვის კარგია, თუმცა საკმაოდ ცუდად აისახა ორგანიზაციების მომგებიანობაზე," - განაცხადა შენგელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system