თავში

საბანკო სექტორი 2021 წელს ოპტიმისტურად უყურებს

საბანკო სექტორი 2021 წელს ოპტიმისტურად უყურებს
საბანკო სექტორი 2021 წელს ოპტიმისტურად უყურებს

საბანკო სექტორი 2021 წელს ოპტიმისტურად უყურებს. როგორც საბანკო ასოციაციაში ამტკიცებენ, სექტორი მზადაა 2021 წელს მუშაობა 2020 წლის რეჟიმში გააგრძელოს. 

ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე, მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია ბანკებმა მეტი სერვისი შესთავაზონ მომხმარებელებს დისტანციურად. ძნელაძის მტკიცებით სექტორი ზრდაზე იქნება ორიენტირებული და ფოკუსირდება უსაფრთხოებაზე.

ძნელაძის პროგნოზით, 2021 წელს საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის ზრდა ლარის გაცვლითი კურსის გამორიცხვით, 10-15% იქნება.

ცნობისთვის, 2020 წელი საბანკო სექტორმა 99.2 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. 

15 კომერციული ბანკის კონსოლიდირებული მოგება დაახლოებით 10-ჯერ არის შემცირებული.

2019 წელს სექტორს 900 მლნ ლარზე მეტის მოგება ჰქონდა.

საბანკო სფეროს ექსპერტების შეფასებით, ის, რომ ბანკების მოგება 10-ჯერ შემცირებული, ნეგატიური სიგნალია. მოგების შემცირება, სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთების ზრდითაა გამოწვეული. ანალიტიკოსების მტკიცებით, ბიზნესს უჭირს, კრედიტების გაცემა და უკან დაბრუნებაც ფერხდება, რაც მოგების კლებას განაპირობებს. სპეციალისტების განმარტებით, თუ ბანკმა სესხი გასცა და უკან ვერ დაიბრუნა, შემდგომ პერიოდში მას ექნება მცირე რესურსი და ვერ შეძლება ეკონომიკის დაკრედიტებას, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system