თავში

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.1 მლრდ ლარს შეადგენს

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.1 მლრდ ლარს შეადგენს
საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.1 მლრდ ლარს შეადგენს

ეროვნული ბანკის ცნობით, 2021 წლის თებერვალში, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.64 პროცენტია.

თებერვალშივე, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 904.05 მლნ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.68 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი მარტისათვის 57.31 მლრდ ლარი შეადგინა.

2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system