თავში

საბანკო სექტორმა ბიუჯეტში 33 მილიონი ლარი გადაიხადა

საბანკო სექტორმა ბიუჯეტში 33 მილიონი ლარი გადაიხადა

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საბანკო სექტორის მიერ გადახდილი მოგების გადასახადის მოცულობა 33 მილიონი ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ირკვევა 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან. მთლიანობაში ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც გეგმით განსაზღვრულის 100.3%-ია.

შეგახსენებთ, 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი და სწორედ ამ საპროგნოზო მაჩვენებელს ეფუძნება მიმდინარე წლის საგადასახადო გეგმაც.

2021 წლის პირველ კვარტალში კი ქართული ბანკების მოგებამ 412 მილიონი ლარი შეადგინა. 2021 წლის მხოლოდ მარტში საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი მოგება 166.3 მილიონი ლარი იყო. ბანკების შემოსავალი მარტის განმავლობაში 473 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი. 

2020 წლის პირველ კვარტალში ბანკებს მოგების ნაცვლად 747 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ, რაც მათ მიერ სესხების შესაძლო დანაკარგებში 1.1 მილიარდი ლარის დარეზერვებამ განაპირობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system