თავში

საბანკო სესხის პროცენტს მთავრობა სასტუმროებსაც დაუსუბსიდირებს

საბანკო სესხის პროცენტს მთავრობა სასტუმროებსაც დაუსუბსიდირებს
საბანკო სესხის პროცენტს მთავრობა სასტუმროებსაც დაუსუბსიდირებს

„სესხის მიზნობრიობის დაზუსტების შედეგად, დაახლოებით 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლეს სახელმწიფო დახმარებით, ასევე შეძლებენ, ჩაერთონ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“.

ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური დაზუსტების შედეგად მცირე და საოჯახო სასტუმროების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა უფრო გაფართოვდება და უფრო მეტი მცირე და საოჯახო სასტუმრო შეძლებს ისარგებლოს ამ პროგრამით.

მისივე ინფორმაციით, მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ამ შესაძლებლობით 2000-მდე სასტუმრომ უკვე ისარგებლა.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system