თავში

საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 32.3 მლრდ ლარს გაუტოლდა

საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 32.3 მლრდ ლარს გაუტოლდა
საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 32.3 მლრდ ლარს გაუტოლდა

2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 564.9 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) შემცირდა და 32.3 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2019 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 22.7 პროცენტით არის გაზრდილი. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, სადეპოზიტო ვალდებულებების კლება მეტწილად გამოიწვია ეროვნული ვალუტით გამოსახული მაჩვენებლების კლებამ და ასევე უცხოური ვალუტის დეპოზიტებისა და ასევე მათი ლარით გამოსახული მაჩვენებლის. ეს სებ-ის განმარტებით, ლარის გაუფასურების შედეგად გაცვლითი კურსის ეფექტით არის გამოწვეული.

საანგარიშო პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 426.8 მლნ ლარით (3.4 პროცენტით) შემცირდა და 12.14 მლრდ ლარი შეადგინა, რაც, სებ-ის განმარტებით, მეტწილად იურიდიული პირების დეპოზიტების კლებით არის გამოწვეული.

"ასევე შემცირდა ფიზიკური პირების დეპოზიტები. კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 1.0 პროცენტიანი (62.4 მლნ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 6.23 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად მიმდინარე ანგარიშების მატებით არის გამოწვეული. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2020 წლის ოქტომბერში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.4 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 54.8 და 76.3 პროცენტს შეადგენდა. ოქტომბერში, საშუალო საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და შეადგენს 6.3 პროცენტს. ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 8.4 პროცენტის ნიშნულზეა. იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და 8.2 პროცენტს შეადგენს. ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 9.5 პროცენტის ნიშნულზეა. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი კი შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით და 2.4 პროცენტია. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 0.8 პროცენტული პუნქტით და 2.4 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 2.4 პროცენტის ნიშნულზეა. 2019 წლის ოქტომბერში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით 8.3 პროცენტამდე გაიზარდა. კლება დაფიქსირდა უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების განაკვეთებზე, 0.3 პროცენტული პუნქტით, და 2.4 პროცენტს შეადგენს," - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system