თავში

საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 34.6 მლრდ ლარს გაუტოლდა

საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 34.6 მლრდ ლარს გაუტოლდა
საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 34.6 მლრდ ლარს გაუტოლდა

2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 822.1 მლნ ლარით (2.3 პროცენტით) შემცირდა და 34.6 მლრდ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების ცვლილების ყოველთვიური ანგარიშიდან ირკვევა.

2020 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 20.5 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების კლებაზე ძირითადი გავლენა კურსის გამყარების შედეგად, უცხოური ვალუტის დეპოზიტების ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლებამ განაპირობა.

საანგარიშო პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 53.5 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) შემცირდა და 13.8 მლრდ ლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის დეპოზიტები კლების მიმართულებით მოქმედებდა (შემცირდა 129.7 მლნ ლარით). ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტები 7.1 მლნ ლარით გაიზარდა და ფიზიკური პირის დეპოზიტები 69.0 მლნ ლარით გაიზარდა.

კომერციულ ბანკებში, უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.02 პროცენტიანი (1.5 მლნ აშშ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს, 6.58 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად, ფიზიკური პირების მიმდინარე ანგარიშების მოცულობის გაფართოებით არის განპირობებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system