თავში

საბაჟო დასახადი 38 ათას ავტოიმპორტიორს გადაუვადდა

საბაჟო დასახადი 38 ათას ავტოიმპორტიორს გადაუვადდა
საბაჟო დასახადი 38 ათას ავტოიმპორტიორს გადაუვადდა

საბაჟო დასახადი 38 ათას ავტოიმპორტიორს გადაუვადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო ავტოიმპორტიორებისთვის საბაჟო გადასახადის გადავადება.

„ასეთი სწრაფი დახმარების კონტექსტში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ავტოიმპორტიორებისთვის საბაჟო გადასახადის გადავადება. ეს გადაწყვეტილება ჩვენ სწრაფად მივიღეთ. ეს 50-მილიონიანი პაკეტი იყო და დღეის მდგომარეობით, 38 ათასმა იმპორტიორმა ისარგებლა ამ შეღავათით“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხები 3 თვით გადაუვადდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც.

ცნობისთვის, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. დახმარება შესთავაზა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

მეწარმეებს მთავრობა დღგ-ს უკან დაუბრუნებს.

კომპანიები, რომელიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system