თავში

"საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

"საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

საქართველოს მთავრობამ „საბაჟო კოდექსში“ საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლითაც რამდენიმე საკანონმდებლო რეგულაციის ამოქმედების ვადა გადაიწევს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, იცვლება საბაჟოზე რამდენიმე რეგულაციის განხორციელების ვადები.

უფრო კონკრეტულად, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით, იმ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში, რომელიც არ მდებარეობს სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე ან საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი აეროპორტის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისთვის, ასევე ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრების პირადი სარგებლობისთვის საცალო წესით შესაძლებელი იქნება, რეალიზებული იყოს, არასატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, უცხოური საქონელი სატარიფო ან საქართველოს საქონელი 2022 წლის პირველ იანვრამდე ნაცვლად, 2021 წლის პირველი იანვრისა.

ცვლილებებით, „ოქროს სიაში“ შეყვანით პირს 2022 წლის პირველ იანვრამდე მიენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით 2021 წლის პირველი იანვრის ნაცვლად.

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, მიიჩნევა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად 2022 წლის პირველ იანვრამდე, ნაცვლად არსებული 2020 წლის პირველი სექტემბრის.

პროექტი, ასევე ითვალისწინებს საბაჟო ორგანოსთვის საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენისგან განთავისუფლების გადაწევას 2022 წლის პირველ იანვრამდე, ნაცვლად 2020 წლის პირველი სექტემბრის

ცვლილებების განხილვა სავარაუდოდ, სექტემბერში საშემოდგომო სესიებზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system