თავში

საბაჟოზე ჯანმრთელობისთვის საშიში ბრაზილიური ღორის ხორცი აღმოაჩინეს

საბაჟოზე ჯანმრთელობისთვის საშიში ბრაზილიური ღორის ხორცი აღმოაჩინეს
საბაჟოზე ჯანმრთელობისთვის საშიში ბრაზილიური ღორის ხორცი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფოთში შემოტანილი 936 კილოგრამი გაყინული ხორცი განადგურდა, რადგან დადგინდა, რომ არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

ტვირთი შემოვიდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა".

ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, დადგინდა, რომ ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეუსაბამობის გამო, გაყინული ღორის ხორცი არ აკმაყოფილებს საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

,,ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი”-ს დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების მოთხოვნების თანახმად, საქონელი განადგურებას დაექვემდებარა“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system