თავში

საბერძნეთი მწვანე წყალბადის ექსპორტს TAP-ით აპირებს

საბერძნეთი მწვანე წყალბადის ექსპორტს TAP-ით აპირებს
საბერძნეთი მწვანე წყალბადის ექსპორტს TAP-ით აპირებს

გაზის, ნავთობისა და სამშენებლო კომპანიები საბერძნეთში შეუერთდნენ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უცხოელ პარტნიორებს პროქტ "თეთრი დრაკონის"  განხორციელებაში. პროექტი გულისხმობს წყალბადის წარმოებას მზის ენერგიისგან, რომელსაც გამოიმუშავებს 1.5 გვტ ელექტროენერგეტიკული პანელები. საბერძნეთი აპირებს 2025 წლისთვის ეტაპობრივად შეწყვიტოს ნახშირის გამოყენება. მწვანე წყალბადის პროექტი 2.5 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, თუმცა შესაძლოა ეს მაჩვენებელი 4 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ თეთრი დრაკონის პროექტი დაფუძნებულია "მწვანე წყალბადის" ტექნოლოგიაზე. საწვავი იწარმოება წყლისგან განახლებადი წყაროების ელექტროენერგიის გამოყენებით. მწვანე  წყალბადის  ტრანზიტი უნდა მოხდეს გაზსადენებით. პროექტი გათვლილია  ტრანს-ადრიატიკის მილსადენით (TAP) ექსპორტისათვის. მწვანე წყალბადს გამოიყენებენ  ავტობუსებისა და სატვირთო მანქანების საწვავად, ასევე ცენტრალური გათბობისთვის. 

7 მაისს ევროკომისია მიიღებს წინადადებებს განახლებადი და დაბალი ნახშირბადოვანი ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ევროპის სუფთა წყალბადის ალიანსის წევრებისგან. ბერძნული კომპანიები სწორედ აქ წარადგენენ წინადადებებს. კოალიციამ უკვე მიმართა ევროპული ინტერესის პროექტს (IPCEI) სტატუსის მისაღებად Hydrogen Europe პროექტის პროგრამის ფარგლებში. მოიწონებენ თუ არა ამ წინადადებებს ევროკომისიაში, ამაზეა დამოკიდებული "თეთრი დრაკონის" პროექტის შემდგომი განვითარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system