თავში

საჩხერე-რაჭის საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნ. ლარია

საჩხერე-რაჭის საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნ. ლარია
საჩხერე-რაჭის საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნ. ლარია

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნ. ლარს შეადგენს, საერთო სიგრძე კი 51 კმ-ია. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის იგეგმება.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებელი კომპანიის დირექტორის, ნიკოლოზ ჭკადუას თქმით, ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 5 ლოტზე, ბოლო მონაკვეთის დასრულება კი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

საჩხერე-ონის არსებული მარშრუტის (სიგრძე 111 კმ.) სამგზავრო დრო, დაახლოებით 2 საათია, ხოლო ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, პაატა კვიჟინაძესთან და „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, აღნიშნული საავტომობილო გზა იმერეთისა და რაჭის რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც თბილისიდან ონში მგზავრობის დროს 1,5 საათით შეამცირებს და 5 საათის ნაცვლად მგზავრობისათვის 3.5 საათი იქნება საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system