თავში

სად არის მოგზაურობა ყველაზე კომფორტული ვეგეტარიენელებისთვის

სად არის მოგზაურობა ყველაზე კომფორტული ვეგეტარიენელებისთვის
სად არის მოგზაურობა ყველაზე კომფორტული ვეგეტარიენელებისთვის

მოგზაურობისას ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის მთავარი პრობლემა მატთვის მისაღები საკვების "პოვნაა", მათთვის მისაღებ და სასურველ საკვებს ძალიან ცოტა კვების ობიექტი სთავაზობს მომხმარებელს.

გამოცემა The Guardians გვთავაზობს ევროპის საუკეთესო ქალაქებს, რომლებიც ვეგანი და ვეგეტარიანელი ტურისტებისათვის სრულებით მისაღებია.

გამოცემის შეფასებით, ამ მხრივ, მოწოდების სიმაღლეზეა რომი და ფლორენცია. იტალიის ქალაქებს შორის ვეგანი და ვეგეტარიანელი ტურისტებისათვის ყველაზე მეტ არჩევანს სწორედ ეს ორი ქალაქი სთავაზობს. აქ თითქმის ყველა ობიექტი ითვალისწინებს ვეგეტარიანელტა მოთხოვნას. იტალიის ქალაქებში თქვენ შეგიძლიათ ადგილობრივი პიცა, პასტა და ღვინო დააგემოვნოთ, რომლებიც ცხოველურ პროდუქტებს არ შეიცავს.

გამოცემა იტალიის შემდეგ, უპირატესობას ანიჭებს ესპანეთს, კერძოდ, ბარსელონასა და მადრიდს. ამ ქალაქებში შექმნილია სპეციალური პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს ვეგეტარიანული კვებითი დაწესებულებების მისამართებს აჩვენებს და მათ სასურველი ადგილმდებარეობის მოძებნას ძალიან უმარტივებს.

"გარდიანის" ცნობით, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი ლონდონი გასულ წელს მსოფლიოს ყველაზე „ვეგან-მეგობრულ“ ქალაქად დასახელდა, სადაც სწრაფი კვების ობიექტებიცა და ძვირადღირებული რესტორნებიც მომხმარებელს საკვებს ცხოველური პროდუქტების გარეშე სთავაზობენ.

შვედეთის დედაქალაქის მოსახლეობის 30% აცხადებს, რომ, გარემოს დაცვის მიზნით, ისინი ცხოველურ პროდუქტებზე უარს ამბობენ. ამიტომ, ბინებრივია, რომ შვედეთში უამრავი კვებითი დაწესებულებაა, სადაც ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის ფართო არჩევანია.

ცნობილია, რომ ბუდაპეშტი ტრადიციული უნგრული სამზარეულო ხორცპროდუქტების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა ის ბოლო წლებში „ვეგან-მეგობრულიც“ გახდა. აქ შეგიძლიათ ტრადიციული უნგრული ვეგანური კერძები და ყველი, ასევე ტკბილეული და ღვინო დააგემოვნოთ.

"გარდიანის" შეფასებით ვეგან-მეგობრული ქალქებია ასევე ლისაბონი და ათენი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system