თავში

სად არის ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი მგზავრობა

სად არის ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი მგზავრობა
სად არის ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი მგზავრობა

ცხოვრების დონის განსხვავებულობა სხვადსსხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან ფასთა სხვაობასაც იწვევს. ფასები განსხვავდება ქვეყნის შიგნით ქალაქებს შორისაც.

ქალაქების მერიების უმრავლესობა ცდილობს საზოგადოებრივ ტრანსპორტს პოპულარიზაცია გაუწიოს, რათა შემცირდეს საცობები და გამონაბოლქვი. ზოგიერთმა ქალაქმა, მაგალითად ლუქსემბურგმა და ტალინმა რადიკალურ ზომებს მიმართა და ტარიფი გაანულა, თუმცა ავტომობილის გარეშე დარჩენილ მგზავრებს ყველგან ასე არ გაუმართლა.

ლონდონში საშუალო დანახარჯი თვეში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე $179-ს აღწევს. თბილისში ეს თანხა ტაქსით მგზავრობისთვისაც საკმარისი იქნებოდა. "დოიჩე ბანკის" მიერ დაფინანსებული კვლევის თანახმად ლონდონი 55 ქალაქს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიძვირის მხრივ პირველ ადგილზე გავიდა.

მეორე ადგილზე $128-ით ეკონომიკურად სწრაფად მზარდი ირლანდიის დედაქალაქი დუბლინი გავიდა. სამეულს კი $126-ით ახალი ზელანდიის უდიდესი ქალაქი ოკლენდი ასრულებს.

პირველ 12 ქალაქში ასევე მოხვდა ტოკიო, ნიუ-იორკი, სიდნეი, ველინგტონი, ტორონტო, ჩიკაგო, მელბურნი ამსტერდამი და ერთადერთი გერმანული ქალაქი ფრანკფურტი, რომლის მცხოვრებსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თვეში $97 უჯდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system