თავში

სად არის ყველაზე იაფი ბინები თბილისში - ტოპ-5 უბანი

სად არის ყველაზე იაფი ბინები თბილისში - ტოპ-5 უბანი
სად არის ყველაზე იაფი ბინები თბილისში - ტოპ-5 უბანი

report.ge-მ უძრავი ქონების ბაზარი შეისწავლა Myhome-ის,  საქმე.ჯი-სა და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით. აღმოჩნდა, რომ ახალაშენებული დასრულებული 1 კვადრატული მეტრი ბინის ფასის მიხედვით, ყველაზე იაფი ბინები სამგორში, გლდანში და ისანშია. 1 კვადრატული მეტრის ბინა სამგორში 2 359 ლარი ღირს,  გლდანში - 2 490 ლარი, ხოლო ისანში - 2 529 ლარი. დიდუბეში 1 კვადრატული მეტრი უძრავი ქონების ფასი შეადგენს 2 929 ლარს, ნაძალადევში - 2 571 ლარს. 

ყველაზე ძვირი 5 უბანი თბილისში არის მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, ჩუღურეთი და კრწანისი.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მთაწმინდაზე 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინის ფასი 4 236 ლარია, ვაკეში კი ის 3 774 ლარს უტოლდება. საბურთალოზე კი 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 3 236 ღირს, ხოლო კრწანისში - 3000 ლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system