თავში

სად გააქვს საქართველოს ექსპორტზე მანდარინი?

სად გააქვს საქართველოს ექსპორტზე მანდარინი?
სად გააქვს საქართველოს ექსპორტზე მანდარინი?

2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 22.8 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისი ინფორმაცია Report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობენ.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, მანდარინის ექსპორტის მოცულობა 49%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 53%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (15 447 ტონა), სომხეთში (4 225 ტონა), უკრაინაში (2 160 ტონა), მოლდოვაში (342 ტონა), ყაზახეთში (182 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (140 ტონა).

წელს, გასული წლის მსგავსად, იგეგმება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, 1კგ. არასტანდარტულ მანდარინში მთავრობა 10 თეთრს გადაიხდის. 10 თეთრს გადაიხდიან საწარმოები. საერთო ჯამში მანდარინის სუბსიდირებაზე 500 ათასი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

წელს აჭარაში 65-70 ათასი ტონა მანდარინის და 3.6 ათასი ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან.

ერთი კილოგრამი ხურმის საბითუმო ფასი 60-70 თეთრის ფარგლებში იქნება, ხოლო მანდარინის საბითუმო ფასი 1-1.5 ლარს მიაღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system