თავში

სად წავიდა ბიომეურნეობისთვის დაპირებული 100 მილიონი

სად წავიდა ბიომეურნეობისთვის დაპირებული 100 მილიონი
სად წავიდა ბიომეურნეობისთვის დაპირებული 100 მილიონი

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიაში ბიოწარმოების წახალისებაზე სიტყვა არ წერია. არადა, მარიამ ჯორჯაძე მიიჩნევს, რომ ბიოწარმოება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა მსოფლიო ბაზარზე და ის სახელმწიფომ ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა აღიაროს. 

„ელკანამ“ ბიოწარმოების ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარების მოთხოვნით პეტიცია შეადგინა, რომელსაც ერთი კვირის განმვალობაში 1200-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი და ეს პეტიცია უკვე პარლამენტს წარედგინა. ჯორჯაძის ინფორმაციით, ბევრი ფერმერი დაინტერესებულია ბიოწარმოებით, თუმცა ამ დარგის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია არც კი ითვალისწინებს. სახელმწიფომ დაპირებული 100 მილიონი ლარის ბიუჯეტის მოცულობის დახმარების პროგრამაც შეაჩერა და ფერმერები პასუხს ამაოდ ელოდებიან.

„შარშან თითქოს იყო სახელმწიფოს მხრიდან მზაობა, რომ ბიოაგროწარმოების განვითარების კუთხით გარკვეული ხელშეწყობის პროგრამა დაეწყოთ. ქვეყანას უნდა ჰქონდეს გარკვეული ხედვა, როდესაც სტრატეგია ყალიბდება და უკვე გამოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პირველადი დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027“, სადაც შესაძლებლობებში ერთი სიტყვა წერია ბიოწარმოებაზე და ამის გარდა, მთელ დოკუმენტში ბიოწარმოებასა და ორგანულ წარმოებაზე არაფერია ნათქვამი. არადა, შარშან იყო მყარი დაპირებები, მწარმოებელთა და მომწოდებელთა შეკრება და სემინარები, სადაც გადაწყდა, რომ ასეთი პროგრამა იქნება. პროგრამის პროექტიც გვინახავს, რომელსაც ძველი პრემიერის ხელმოწერაღა აკლდა და მერე ეს ყველაფერი გაჩერდა. ჩვენ მოგვმართავენ მეურნეები, ვინც იმ შეკრებებში მონაწილეობდა, ვინც ტელევიზიითაც ნახა ეს დაპირებები და გვეკითხებიან, რა ხდება, რატომ გაჩერდა. 100 მილიონ ლარზე იყო საუბარი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ შეჩერდა და თანხები ჯერჯერობით აღარ არის. როცა სტრატეგია გამოქვეყნდა, სადაც საერთოდ სიტყვა არ არის ნახსენები ბიომეურნეობებზე, არანაირ სექტორულ მიდგომაზე ან რამე სახის მხარდაჭერაზე, გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის მიგვემართა, რამდენად არის დაინტერესებული, რომ ეს სექტორი განვითარდეს," – განაცხადა მარიამ ჯორჯაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system