თავში

სად უჭირს ქართული წაბლის წარმოებას - Exclusive

სად უჭირს ქართული წაბლის წარმოებას
სად უჭირს ქართული წაბლის წარმოებას - Exclusive

წაბლი და ცაცხვი საქართველოში გავრცელებული მრავალწლიანი კულტურებია. ორივე მათგანი ჩვენი ფლორის ბუნებრივი მახასიათებელია. გარდა იმისა, რომ მათი მოვლა-გამრავლება სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია თაფლის წარმოებისთვის, მათი ნაყოფის რეალიზაციით, დიდი მოგების მიღებაა შესაძლებელი.

წაბლის გადამამუშავებელი კომპანიის „აგროლეინის“ დირექტორის, გიორგი ღვინიაშვილის, განცხადებით, გასულ წელს კომპანიამ 50 ტონა წაბლი გადაამუშავა და ექსპორტზე გაიტანა, წელს კი ამ მოცულობას 300 ტონამდე გაზრდის. როგორც მეწარმე Report.ge-ს უხსნის, მსოფლიოში წაბლზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ წარმოების გაზრდას მომავალი წლისთვისაც გეგმავს. „აგროლეინის“ მიერ გადამუშავებული წაბლის 100% ექსპორტზე საფრანგეთსა და შვეიცარიაში გადის.

"ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე ამ­ჟა­მად დი­დია ქარ­თულ წაბლზე მო­თხოვ­ნა. 1 კი­ლოგ­რა­მი გა­ყი­ნუ­ლი წაბ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,5-დან 2 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობს. ჩვენ მიმ­ღე­ბი პუნ­ქტე­ბი აჭა­რა­სა და იმე­რეთ­ში გავ­ხსე­ნით. შარ­შან 50 ტო­ნამ­დე წაბ­ლი გა­და­ვა­მუ­შა­ვეთ. წლე­ულს ამ რა­ო­დე­ნო­ბის რამ­დენ­ჯერ­მე გაზ­რდა­სა და ექ­სპორტზე გა­ტა­ნას ვა­პი­რებთ. ცო­ტა­თი უამინდობამ შეგ­ვი­შა­ლა ხელი. ძნე­ლია წი­ნას­წარ ზუს­ტად გან­სა­ზღვრა, რა რა­ო­დე­ნო­ბის დამ­ზა­დე­ბას შეძ­ლებ. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ წაბ­ლის ექ­სპორ­ტი პერ­სპექ­ტი­უ­ლი ბიზ­ნე­სია," - გვითხრა მეწარმემ.

აჭა­რა­ში 26 მიმ­ღე­ბი პუნ­ქტია და წაბლს ასზე მეტი ოჯა­ხი აბა­რებს. წაბ­ლის ერთ ნა­წილს ქე­დის რა­ი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ასო­ცი­ა­ცია "ქედა" გა­და­ა­მუ­შა­ვებს, ნა­წი­ლი კი იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ ბაღ­დათ­ში იგ­ზავ­ნე­ბა, "აგ­რო­ლა­ი­ნის" კუთ­ვნილ სა­წარ­მო­ში. მიმ­ღე­ბი პუნ­ქტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმე­რეთ­შიც გა­ი­ზარ­და და ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ოც­და­ათს აღ­წევს. აქ ერთ კი­ლოგ­რამ წაბლს ერთ ლა­რად იბა­რე­ბენ. სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბაა.

წინა წლებში ქარ­თუ­ლი წაბ­ლი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში, შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი მო­ცუ­ლო­ბით, თურ­ქეთ­შიც გა­დიოდა. იმე­რე­თი­სა და აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბა კი პრო­დუქ­ცი­ას მეტ­წი­ლად ად­გი­ლობ­რივ ბაზ­რებ­ზე ჰყიდ­და. როგორც Report.ge -ს  ხარაგაულის მკვიდრმა, ელგუჯა გელაშვილმა, უთხრა, წელს შავ წაბლს 2,5 ლარად ყიდის, მიმღებ პუნქტებში ლარად, ან მაქსიმუმ 1,5 ლარად აბარებს.

"ძი­რი­თა­დად შავ წაბლს აქვს გა­სა­ვა­ლი, წი­თე­ლი შე­და­რე­ბით იაფი ღირს და უცხო­ე­ლე­ბი მი­სით არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მიზ­ნით კი უმ­თავ­რე­სად თხილს ეტა­ნე­ბი­ან. ადრე წაბლზე მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი მო­თხოვ­ნა არ იყო. ბოლო დროს სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა. მთავ­რო­ბამ უნდა შე­ი­მუ­შა­ვოს აგ­რა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის ახა­ლი კონ­ცეფ­ცია, რომ­ლი­თაც ერ­თმა­ნეთს შე­უ­ხა­მებს აგ­რა­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბა თუნ­დაც იმა­ვე წაბ­ლის ექ­სპორ­ტს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი. მხო­ლოდ პი­ა­რი ექ­სპორ­ტს ვერ გა­ნა­ვი­თა­რებს," - განაცხადა შინამეურნემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system