თავში

სადაა ყველაზე ძვირადღირებული კერძო სახლები თბილისში

სადაა ყველაზე ძვირადღირებული კერძო სახლები თბილისში
სადაა ყველაზე ძვირადღირებული კერძო სახლები თბილისში

report.ge-მ უკვე გაგაცნოთ, თბილისის რომელ უბანშია ყველაზე იაფი ბინის ყიდვა და რომელია ყველაზე ძვირი უბნები. ამჯერად გეტყვით დედაქალაქის რომელ უბანშია ყველაზე ძვირი კერძო სახლები.  ამისთვის report.ge-მ კვლავ უძრავი ა Myhome-ის, საქმე.ჯი-სა და საქსტატის მონაცემები დაამუშავა. აღმოჩნდა, რომ კერძო სახლები დედაქალაქში ყველაზე ძვირი ვაკეში, მთაწმინდასა და დიდუბეშია. ვაკეში 1 კვადრატული მეტრის ფასი კერძო სახლში შეადგენს 3 687 ლარს, ხოლო მთაწმინდაზე 3 480 ლარს. დიდუბეში კერძო სახლის მყიდველთ 1 კვადრატულ მეტრ კერძო სახლში მოუწევთ 2 860 ლარის გადახდა მოუწევთ. საბურთალოზე კი ის 2 730 ჯდება. კრწანისში - 2 690 ლარი. 

კერძო სახლების ფასი ყველაზე იაფი თბილისში სამგორში, გლდანსა და ნაძალადევშია. კერძო სახლის 1 კვადრატული მეტრი ფართი სამგორში 1 714 ლარი ღირს, ხოლო გლდანში 1 801 ლარს უტოლდება, ნაძალადევში მისი ღირებულება 1 993 ლარს შეადგენს , ხოლო ისანში 1 კვადრატული მეტრი კერძო სახლის ფასი 2 250 ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system