თავში

სადაზღვევო ინდუსტრია მოგებაზე გავიდა

სადაზღვევო ინდუსტრია მოგებაზე გავიდა
სადაზღვევო ინდუსტრია მოგებაზე გავიდა

სადაზღვევო ინდუსტრიამ 9 თვეში 44 მლნ-იანი წმინდა მოგება მიიღო. მონაცემი წლიურ ჭრილში 31%-ითაა გაზრდილი.

9 თვიანი სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 513,4 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, ზრდა წლიურ ჭრილში 6,5%-ია.

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების ჯამური აქტივები 976,9 მლნ ლარია, კაპიტალი 282,7 მლნ ლარია.

სადაზღვევო მოგებამ 9 თვეში 129,7 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის 9 თვეში120,5 მლნ ლარს შეადგენდა.

ამ დროისთვის ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი, მათგან ერთი გარდა, ყველა ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2020 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ (104.44 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს “ალდაგი“ (78.59 მლნ.ლარი), „თიბისი“ (66.19 მლნ. ლარი),„იმედი L“ (57.56 მლნ. ლარი).

მეხუთე ადგილზეა „არდი“ (45.23 მლნ. ლარი).ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი სურათი შემდეგი იყო: პირველ ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 81.88 მლნ ლარით ლიდერობდა, მეორე ადგილს 77.70 მლნ ლარით „ალდაგი“ იკავებდა,70.65 მლნ ლარით მესამე ადგილზე იმედი L“ იყო,მეოთხე ადგილზე 59.38 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევა“, მეხუთე ადგილზე კი 42.24 მლნ ლარით „არდი“ პოზიციონერობდა.

ცნობისთვის, სადაზღვევო კომპანიებს საზედამხედველო კაპიტალი წელს აღარ გაეზრდებათ, მოთხოვნა 2021 წლის ბოლომდე გადავადდა. ამ დროისთვის ინდუსტრიისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი 4,2 მლნ ლარია, მომავალში კი მისი 7,2 მლნ ლარამდე ზრდაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ინდისტრიის პანდემიამდელ მდგომარეობას, 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 571,4 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 38,2 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,8 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 9,1 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 7,7 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 1,6 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28,6 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 522,0 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 48,6 პროცენტი ქონების დაზღვევაზე მოდის, 36,3 პროცენტი - სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, 2,8 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 2,3 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0,1 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (9,9 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system