თავში

სადაზღვევო სექტორმა 571,4 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა

სადაზღვევო სექტორმა 571,4 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა
სადაზღვევო სექტორმა 571,4 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა

საქსტატის ცნობით, 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 571,4 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 38,2 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,8 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 9,1 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 7,7 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 1,6 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28,6 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 522,0 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 48,6 პროცენტი ქონების დაზღვევაზე მოდის, 36,3 პროცენტი - სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე, 2,8 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 2,3 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0,1 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (9,9 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

შეგახსენებთ, სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system