თავში

საეჭვო სურსათისგან ბაზრის დასაცავად საქართველოს მთავრობა დადგენილებას გამოსცემს

​საეჭვო სურსათისგან ბაზრის დასაცავად საქართველოს მთავრობა დადგენილე
საეჭვო სურსათისგან ბაზრის დასაცავად საქართველოს მთავრობა დადგენილებას გამოსცემს

საქართველოს მთავრობა „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტს განიხილავს.

2020 წლის პირველი იანვრიდან არარეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარებიან. სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ოჯახური წარმოების იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას მცირე რაოდენობით ახორციელებენ. პროექტის თანახმად, ასეთ ფიზიკურ პირებს მიენიჭებათ არაორგანიზებული წარმოების სუბიექტის სტატუსი, რომლის კრიტერიუმებიც დადგენილების პროექტით არის განსაზღვრული.

ამ საკითხთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულ სააგენტოში არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს ბაზარზე არსებული სურსათის მაქსიმალურად გაკონტროლებას, საეჭვო და გაურკვეველი წარმომავლობის სურსათისგან სამომხმარებლო ბაზრისა და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system