თავში

საექსპორტო პროდუქტებში თხილი, კაკალი და ღვინო ლიდერობს - PHOTO

საექსპორტო პროდუქტებში თხილი, კაკალი და ღვინო ლიდერობს - PHOTO
საექსპორტო პროდუქტებში თხილი, კაკალი და ღვინო ლიდერობს - PHOTO

საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში მნიშვნელოვანი ადგილი სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროდუქტებს უკავია.

PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2008-2018 წლებში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ძირითადი საექსპორტო პროდუქტებს შორის თხილი და კაკალი (მთლიანი ექსპორტის 5%) ლიდერობს, შემდეგ პოზიციაზე კი ღვინო (4.5%) და სპირტიანი სასმელები (3,7%) მოდის.

როგორც ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, ცხრილში წარმოდგენილი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პროდუქტების ექსპორტი არასტაბილური ხასიათისაა, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, PMCG-ის მონაცემებით, წლების განმავლობაში მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე თხილის ექსპორტი 2018 წელს დრამატულად შემცირდა აზიური ფაროსანასა და გავრცელებული დაავადებების გამო. ამასთან, არასტაბილურია შინაური ცხოველების ექსპორტიც.

„ეს დინამიკა კარგად აჩვენებს, რამდენად დაუცველია სოფლის მეურნეობის სექტორი შიდა და გარე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან“,-აღნიშნულია კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system