თავში

ავიატრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას კარანტინის ჩანაცვლების იდეა აქვს

საერთაშორისო ასოციაციას კარანტინის ჩანაცვლების იდეა აქვს
ავიატრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას კარანტინის ჩანაცვლების იდეა აქვს

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ინიციატივით გამოდის, რომ მგზავრებისთვის სავალდებულო კარანტინის ზომა გამგზავრებამდე აეროპორტებში კორონავირუსზე საყოველთაო ტესტის ჩატარებით ჩანაცვლდეს.

იდეა ასოციაციის ხელმძღვანელობამ ონლაინ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

ასოციაციის  განმარტებით, გაფრენამდე ყველა მგზავრის სისტემური შემოწმება იქნება გარანტია იმისა, რომ მგზავრობა ხდება იმ ადამიანებთან, ერთად ვინც ინფიცირებული არ არის, ხოლო დაინფიცირების რისკი შემცირდება.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამისთვის ანტიგენზე დამყარებულ სწრაფო ტესტიც საკმარისი იქნება.

ცნობისთვის, ამ ტესტის დროს ცხვირ-ხახის ნაცხის აღება ხდება და 15 წუთში მზად არის პასუხი, თუმცა მისი სიზუსტის ხარისხი შედარებით დაბალია, თუმცა  საერთაშორისო ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ვირუსის გადაცემის რისკების მინიმუმამდე დაყვანისთვის ეს მეთოდიც საკმარისია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system