თავში

კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას თბილისი მასპინძლობს

საერთაშორისო გამოფენას თბილისი მასპინძლობს
კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას თბილისი მასპინძლობს

20-22 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-19 საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo2019 საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-6 და მე-11 პავილიონებში იმართება.

გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმადა საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ გახსნეს.

„თანამედროვე ტექნოლოგიები აუცილებელია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა დაფუძნებული იყოს ტექნოლოგიებზე, ასოცირდებოდეს განვითარებასთან, პროგრესთან და ინოვაციებთან. ამისთვის, ჩვენ უნდა შევძლოთ და სოფლის მეურნეობაში მეტი ახალგაზრდის ჩართულობა უზრუნველვყოთ. სიმბოლურია, რომ გამოფენა 21 ნოემბერს გაიხსნა, რადგან 2015 წლიდან, სამინისტროს ინიციატივით, 20 ნოემბერს ფერმერის დღეს აღინიშნება. მინდა მივულოცო ჩვენ ფერმერებს ეს დღე და წარმატება ვუსურვო. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ფერმერებს არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. გასული წლების მსგავსად, სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენას წელსაც დაესწრებიან ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ სიახლეებსა და ახალ ტექნოლოგიებს. ზოგადად, მსგავსი მასშტაბის გამოფენები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის განვითარებას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი და ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი, ასევე საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, გამოფენაში 15 ქვეყნის (ავსტრია, ბელარუსი, თურქეთი, იტალია, კოტდიუარი, ლიტვა, მოროკო, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ყაზახეთი, ჩინეთი) 100-მდე კომპანია მონაწილეობს.

ხვალ, 21 ნოემბერს, გამოფენის ფარგლებში, ჩატარდება კონფერენცია AGROBUSINESS და მოეწყობა სადისკუსიო პანელი თემაზე - სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები, ასევე გაიმართება სემინარები:აგრობიზნესის დაწყების შესაძლებლობებისა და სუპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქციის განთავსებისთვის აუცილებელი სტანდარტების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system