თავში

საერთაშორისო კომპანიებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს

საერთაშორისო კომპანიებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს
საერთაშორისო კომპანიებს მთავრობა საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს

მთავრობა დღეს შეარჩევს დარგებს, რომელშიც მომუშავე კომპანიებს მიენიჭებათ საერთაშორისო სტატუსი. ამ სტატუსის მქონე კომპანიები კი, საქართველოში ბიზნესის კეთების შემთხვევაში, შეღავათებით ისარგებლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სავარაუდოდ ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები, ანუ სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო ბიზნესოპერატორები და ასევე IT- კომპანიები.

გახარიას თქმით, საერთაშორისო სტატუსის მქონე ქართულ და უცხოურ კომპანიებისთვის საშემოსავლო და მოგების გადასახადები 5%-მზე შეუმცირდებათ. 

„შემდეგი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, ის საგადასახადო შეღავათებია, რომელზეც მუშაობა დავიწყეთ 2019 წლიდან - მაშინ საგადასახადო კოდექსში შევიტანეთ ცვლილება, რომელიც გვაძლევს დღეს შესაძლებლობას, კომპანიებს, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიების სტატუსს მივანიჭებთ, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე, მოგების გადასახადის შეღავათები - დაახლოებით, ეს მცირდება 5%-მდე. ძირითადად, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვიმსჯელებთ, რომელი დარგების, რომელი მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად - პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე IT კომპანიები - მოგეხსენებათ, ეს ორივე მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის, რადგან ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიის სექტორია, ისევე როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც სრულად არის ასამუშავებელი“, - განმარტა პრემიერმა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგადასახადო შეღავათების დაწესება კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და წასახალისებლად.

"რატომ არის ეს დღეს ასე მნიშვნელოვანი - იმიტომ, რომ პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში, გლობალური ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას როგორც ქართულ კომპანიებს, მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოდან იმუშაონ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვინ და რა შემთხვევაში ისარგებლებს საერთაშორისო სატატუსითა და მისი თანმხლები შეღავათებით, ნახეთ აქ. 

რა შეღავათებით ისარგებლებენ საერთასორისო სტატუსის მფლობელი კომპანიები, გაეცანით აქ.

ცნობისთვის, მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალ საინვესტიციო პოლიტიკაზე ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად იმუშავა. განაახლებული სტრატეგია მიზნად ისახავს კონკრეტული დარგების პოპულარიზაციას, 400-ზე მეტ კომპანიასთან კომუნიკაციაზე გასვლას და მათთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და პირობების, ასევე გარკვეული შეღავათების შეთავაზებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system