თავში

რა გამოწვევები აქვთ დამსაქმებლებს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ცვალებად გარემოში - საერთაშორისო კონფერენცია რომში

საერთაშორისო კონფერენცია რომში
რა გამოწვევები აქვთ დამსაქმებლებს პოლიტიკურად და ეკონომიკურად ცვალებად გარემოში - საერთაშორისო კონფერენცია რომში

რომში დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) წევრების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ. საქართველოდან შეხვედრას ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესწრებოდა. 

შეხვედრაზე განიხილებოდა შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • ეროვნული სოციალური პოლიტიკა გლობალიზაციისა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის კონტექსტში.
  • დამსაქმებელთა ორგანიზაციების გამოწვევები პოლიტიკურ და ეკონომიკურად ცვალებად გარემოში.
  • ILO 2019 წლის საუკუნოვანი დეკლარაცია და შესაძლებლობები დამსაქმებლებისთვის.
  • სამუშაოს ციფრული ტრანსფორმაცია და მისი გამოწვევები დამსაქმებელთა ორგანიზაციებისთვის. კერძოდ, ცვლილებები ბიზნეს მოდელებში, ინდუსტრიულ ურთიერთობებსა და სამუშაო უნარებში.
  • „გარდა გლობალური მნიშვნელობის მქონე თემებისა, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრის ის ნაწილი, რომელის ფარგლებშიც ILO-სა და IOE-ს მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და 2020 წლის გეგმები და აქტივობები განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ILO და IOE საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით მრავალი წელია ახორციელებენ არაერთ პროექტს, რომელიც ბიზნეს სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ბევრი ბენეფიტის მომტანია მათი საქმიანობა ასოციაციის წევრი კომპანიისთვის,“ - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

    საქართველოს დამსაქმებელა ასოციაცია, როგორც IOE-ს წევრი ორგანიზაცია, ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებში. 

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system