თავში

ნათია თურნავა: საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს ეკონომიკურ გეგმებს იწონებენ

საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს ეკონომიკურ გეგმებს იწონებენ
ნათია თურნავა:  საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს ეკონომიკურ გეგმებს იწონებენ

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ბოლო წლებში ძალიან დამაჯერებელი და ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიერ საქართველოს მთავრობისა და ხალხისადმი გაგზავნილი ღია წერილის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სწორედ ამ ეფექტური რეფორმების წყალობით ჩვენი ეკონომიკა მომზადებული შეხვდა ამ ახალ გლობალურ გამოწვევას. ნათია თურნავას განმარტებით, მსოფლიო პანდემიის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და გასულ წელს რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ ამ წლის იანვრში, როდესაც მსოფლიოში უკვე გავრცელებული იყო კორონავირუსი, ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით იზრდებოდა და იანვარში 5,1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

„ეს გლობალური გამოწვევა იმდენად დიდია, რომ რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. მაგრამ აქამდე გატარებული და მიმდინარე რეფორმები დონორთა საზოგადოებას, ჩვენს საერთშორისო პარტნიორებს აძლევს იმის საფუძველსა და შესაძლებლობას, რომ დიდი იმედები დაამყარონ იმაზე, თუ რამდენადაც ეფექტურად ვმართვთ კორონავირუსის გამოწვევას ახლა, იმდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ მათი დახმარებით დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რასაც ჩვენი ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში აჩვენებდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, აქედან გამომდინარე, დონორები დამაჯერებლად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ერთდ გადავლახავთ ამ ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ გამოწვევას და მზად არიან ჩვენი გვერდში დგომისა და დახმარებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system