თავში

საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 12.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 12.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 12.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 12.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 

როგორც ეროვნული ბანკის (სებ) ოქტომბრის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული,. საერთაშორისო რეზერვებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებულმა დაფინანსებამ, ხოლო კლების მიმართულებით იმოქმედა ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებმა და მთავრობის სავალუტო ხარჯებმა.

ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 75.5 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.9 მლრდ ლარი შეადგინა. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 80.3 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 8.9 პროცენტს გაუტოლდა.

სარეზერვო ფულის მოცულობა მცირდება, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ნეგატიურ ტენდენციას არ აქვს ადგილი და რესურსი ძირითადად საბანკო სექტორის მდგრადობის შენარჩუნებას ხმარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system